საქართველოს თმის ტრანსპლატოლოგიისა & ტრიქოლოგიის ასოციაცია

Georgian Hair Transplantation & Trichology Association

GHTTA ასოციაციის მიზნები

თმის და თავის კანის დაავადებების დიაგნოსტიკური და სამკურნალო, ეფექტური მეთოდების შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა, რომლებიც დაფუძნებული იქნება მსოფლიო მედიცინის მიღწევებზე.

სპეციალისტებისათვის – ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ტრიქოლოგიასთან და თმის ტრანსპლანტაციასთან – ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა  გამოცდილება-ცოდნის გაზიარებისთვის, თავისუფალი და ნაყოფიერი ურთიერთობისათვის.

მსოფლიო მედიცინის დონის შესაფერისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ამ სფეროში.

აქტიური მონაწილეობის მიღება თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიქოლოგიის სფეროს სინანსირებაში, სამეცნიერო პროგრამების რეალიზაციაში (საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ);

სრულფასოვანი, მრავასაფეხურიანი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის შექმნა თმის ტარნპლანტოლოგიასა და ტრიქოლოგიაში;

თმის და თავის კანის დაავადებების პროფილაქტიკისაკენ მიმართული ინფორმაციის ფართოდ გავრცელება;

რეგიონალური და საზღვარგარეთული ინსფრასტრუქტურის შექმნა ასოციაციის ეგიდით განსახოცრციელებელი პროგრამების მხარდასაჭერად;

აქტიური მონაწილეობის მიღება ახალი პრეპარატების, ინტრუმენტების და სხვა საშუალებების (რომლებიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან) შექმნაში და აპრობაციაში.

აქტიურად წინაღდგომა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საშუალებების და მეთოდების ბაზარზე შემოღწევისადმი და გვარცელებისადმი, როგორც საზოგადოებაში ასევე სამკურნალო დაწესებულებებში;

საერთაშორისო შეხვედრების, კონრესების, ლექციების, გამოფენების ორგანიზება – ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება (საქართველოში და მის ფაგლებს გარეთ);

ასოციაციის წინაშე დასახული მიზნების მიღწევის მიზნით კონტაქტების დამყარება საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო ოგანიზაციებთან;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოების (მათ შორის ერთობლივის), ფონდების, ბანკების, სამკურნალო დაწესებულებების და სხვა სახის ორგანიზაციების (პოლიგრაფიული, საგამომცემლო, სამაუწყებლო) დაარსება, ასოციაციის საწესდებო ამოცანების მისაღწევად აუცილებელი არასამეწარმეო და/ან სამეწარმეო საქმიანობისთვის).

გსურთ შეიტყოთ მეტი ჩვენ შესახებ?

გავისაუბროთ